Image

ზაზას შესახებ

ზაზა ჭუმბურიძე დაიბადა თბილისში 1969 წლის 28 მარტს.

დაიბადა და იზრდებოდა თბილისში

დაამთავრა ქალაქ თბილისის 57-ე საშუალო სკოლა, ვაკეში. 1986 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1987-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ , 1991 დან 1999 წლამდე ცხოვრობდა და ნუშაობდა პოლონეთის რესპუბლიკაში. 1998 წელს დაუსწრებლად დაამთავრა უნივერსიტეტი.

Image
Image
Image

კერძო მეწარმეობა და საჯარო სამსახური.

1991 დან 1999 წლამდე ზაზა მუშაობდა პოლონეთის რესპუბლიკაში, ეწეოდა კერძო მეწარმეობას ექსპორტ-იმპორტის სფეროში, მ.შ. ქართული თხილის პირველი პარტიები ,პოლონეთის ბაზარზე. 1999 წელს დაქორწინდა ლიკა ფიფიაზე. (განქორწინდნენ 2023 ში) ზაზას და ლიკას ორი შვილი ყავთ, ანი და სანდრო.2000 წლიდან ,ზაზას საქმიანობა უკავშირდება საქართველოს. 2000-2005წწ ში,სამთო მოპოვების საწარმო ქ.ჭიათურაში. საექსპორტო მიმართულება ევროკავშირის ქვეყნები და უკრაინა. 2005-2009 წწ ში,ქ.რუსთავში, სრულიად ახალი მეტალურგიული საწარმოს დაარსების სათავეებთან,დღეს ეს საწარმო, შპს" ჯეოსთილი" ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორია ქვეყნის ხაზინაში, ათასამდე ადგილობრივ მკვიდრს ასაქმებს. ზაზას მიზანიც, სწორედ ეს იყო,მეტი დასაქმება,მეტი გადასახადები ხაზინაში. ზაზა ჭუმბურიძის წილი ,ამ საწარმოში=0%-ს

საჯარო სამსახური და პოლიტიკა.

კერძო მეწარმეობის შემდეგ, 2019 წელს, ზაზა ჭუმბურიძემ გაყიდა მისი კუთვნილი სარესტორნო ბიზნესი და 2019 წლის მარტიდან იწყებს საჯარო სამსახურს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სპეციალობის მიხედვით. ფინანსების მართვეს დეპარტამენტის უფროსის მოადგილი თანამდებობაზე. 2021 წლის გაზაფხულზე, უაერთდება ,ყოფილი პრემიერ მინისტრის,გიორგი გახარიას გუნდს და ხდება პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი წევრი. 2023 წლის გაზაფხულზე, იმდროინდელი პრემიერის, ღარიბაშვილის ზეწოლით, ზაზა ჭუმბურიე ტოვებს საჯარო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროში. 

Image

დარჩი კავშირზე, დაგვიტოვე მეილი

ზაზა საქართველოსთვის

0179, ლია ელიავას ქ. 12
თბილისი,საქართველო

Copyright © 2024 Zaza Chumburidze