თ ა ვ დ ა ც ვ ა

საქართველოს დაცვა

ქვეყნისა და ერის წინაშე გაცნობიერებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, პარტია “გახარია საქართველოსთვის “( №25) ქართველ ხალხს და ჯარს სთავაზობს საკუთარ ხედვას თავდაცვის სფეროში.

პარტია “გახარია საქართველოსთვის, მე-11 მოწვევ ის პარლამენტში, გეგმავს გაატაროს შემდეგი რეფორმები , საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში:

-თავდაცვის სტატეგიული დოკუმენტები: საქართველო მიიღებს,ახალ “ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას”(ბოლო მიღებულია 2012წ),რომელიც დაეფუძნება იმ რეალობას,რომელიც ყალიბდება რეგიონში. იმ მოცემულ;ობების გათვალისწინებით, რომ დღეს-დღეობით საქართველოს თავდაცვის ძალები ყველაზე სუსტია რეგიონში. განახლდება თავდაცვის “თეთრი წიგნი” .(ბოლოს 2017 ში იქნა გამოცემული)

- თავდაცვის იდეოლოგიური განზომილება: “ზომიერი მილიტარიზმი”,ერი და ჯარი არის ერთი სხეული, ქართველმა ერმა უნდა გაათვითცნობიეროს,რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა,ცალკე, მარტო ჯარის დავალება არ არის, “ტოტალური თავდაცვის” კონცეფცია უნდა გახდეს ქმედითი ინსტრუმენტი,მეტი ფინანსური და მატერიალური რესურსები უნდა მიემართოს “საქართველოს ეროვნული გვარდიის” გაძლიერებისათვის. ამ მიზნით გამოყენებული უნდა იქნას სოციალური ქსელები “ეროვნული სულის” “ეროვნული მიზნების” სწორი პროპაგანდა. ქართველი ერი არ არის ჯაბანი და მაჩანჩალა.

-თავდაცვის სტრუქტურული რეფორმებიდან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნება “სახელმწიფო მდივანი”, საქრთველოს პარლამენტის მიერ, 6 წლის ვადით, “სახელმწიფო მდივანი” იქნება პასუხისმგებელი საკადრო-აღმასრულებელი სამსახურების, “სამოქალაქო ოფისის” გამართულ ფუნქციონირებაზე. ( იგივე პრინციპით, როგორც ინიშნება სუს-ის ხელმძრვანელი) .”თავდაცვის სახელმწიფო მდივანი” არ/ვერ შეიცვლება თავდაცვის მინისტრის მიერ,რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს ინსტიტუციონალკურად გაძლიერდეს

საქრთველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერება:

2025-2029 წწ-ში ქართული ჯარის თანამედროვე შეიარაღებაზე და ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება 5 მილიარდი ლარი. ძირითადად უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მიერ მოწოდებული შეიარაღებით და გრანტებით.

 ქართული არტილერია სრულად NATO ს სტანდარტზე (155მმ). დღეს საქართველოს თღავდაცვის ძალების ძირითადი საარტილერიო კალიბრი არის ,საბჭოთა 152 მმ, ამ ტიპის ჭურვების მარაგი არის ძალიან შეზღუდული და იწარმოება მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში ( ოკუპანტი ქვეყანა) , ჩინეთში და ჩრდილოეთ კორეაში. საქრთველოსთვის ამ კალიბრის ჭურვების შევსება, დღეს-დღეობით,პრაქტიკულად გამორიცხულია. NATO ს სტანდარტზე ( 155მმ) გადავიდა ყველა მოკავშირე ქვეყანა.კონტრბატრიული შესაძლებლობების გასაძლიერებლად შეძენილი იქნება საარტილერიო რადარები და ამერიკული „ჰიმარსის“ ტიპის სარაკეტო დანადგარები.

აღდგება სამხედრო-საჰაერო ძალები.ქართველი სამხედრო მფრინავები დაბრუნდებიან მშობლიური ქვეყნის ცას. უცხოეთში, პარტრნორთა სასაწავლო ცენტრებში, თანამედროვე ავია-ტექნიკის ასათვისებლად, გაიგზავნებიან ახალგაზრდა მფრინავები და ტექნიკოსები. პროგრამა გათვლილია, 10 წელიწადზე და მინიმუმ სამი ესკადრილიის განთავსებაზე, კოპიტნარის, ვაზიანის და მარნეულის სამხედრო-საჰაერო ავია-ბაზებზე. ავიაგამანადგურებლების ,ძირითადი მიზანი იქნება საქართველოს ცის საიმედო ჩაკეტვა, ნებისმიერი ტიპის საფრთხეებისგან, მ.შ. ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საფრთხეერბისგან. 

ჰსთ სისტემების “ფრანგული კონტრაქტი” განახლდება და დამატებით შორიმანძილის სარაკეტო ,ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დამატება და ინტეგრირება ერთიან ჰსთ მართვის და დაცვის სისტემაში. ფრანგულ სისტემებს დაემატება ამერიკული და გერმანული ჰსთ სისტემები. (“პეტროიტი” “IRIS-T”) 

პარტნიორების დახმარებით გაძლიერდება და გაიზრდება სპეციალურ ოპერაციათა სარდლობა. სამთო ბატალიონების რაოდენობა გაიზრდება და ჩამოყალიბდება ცალკე ბრიგადად. მათი დისლოკაციის ადგილები შერჩეული იქნება ძირითადი საფრთხეების გათვალისწინებით.

ეროვნული გვარდიის რეზერვთან ერთად გაძლიერდება მოხალისეთა და პარა-მილიტარული ჯგუფების ჩართულობა ქვეყნის თავდაცვის საქმეში. გაიშლება სასროლეთების ქსელი,ქვეყნის მასშტაბით, სადაც ყველა მსურველისათვის შეიქმნება სასწავლო ჯგუფები.

თანამედროვე, სადაზვერვო-მოიერიშე და “კამიკაძე” დრონებით აღიჭურვება ყველა ქართული ბატალიონი ოცეულის დონეზე. ცალკე შეიქმნება “კიბერ სარდლობა”, სადაც თავს მოიყრის ყველა ის დანაყოფი,რომელიც უახლესი საბრძოლო იარაღის მიღებაზე, პერსონალი გადამზადებაზე და ქვედანაყოფების აღიჭურვაზე იქნება პასუხისმგებელი, ასევე ამ სტრუქტურულ ერთეულს დაევალება ქვეყნის კიბერ უსაფრთხოება.

საქართველოს თავდაცვის ძალებს დაემატება “ უცხოური ლეგიონი”, სადაც ქართველი ოფიცრების მეთაურობით, იმსახურებენ უცხოელი ჯარისკაცები და სპეციალისტები. ამისათვის მომზადდება სპეციალური საკანონმდებლო ბაზა. ერთი საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ (4 წელი), “ უცხოური ლეგიონი”-ს, რეკრუტებს საშუალება ექნებათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. 

საკონტრაქტო სამსახურში შესულ სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ ღირსეულ ანაზღაურებას , მათი ოჯახის წევრები ისარგებლებენ შეღავათებითა და სოციალური დაცვის მაღალი ხარისხის პაკეტებით. ქართველი ოფიცრები, 10+ მსახურების სტაჟით მიიღებენ ერთჯერად დახმარებას საცხოვრებელი ბინის შესაძენად 25 000 ლ დან. ასეთივე დახმარებას მიიღებენ მე-2 ვადით საკონტრაქტო სამსახურში შესული მოსამსახურეები და სპეციალისტები. 

საკონტრაქტო სამსახურის პარალელურად, მოსამსახურეები დაეუფლებიან სამოქალაქო სპეციალობებს და შეისწავლიან უცხოურ ენებს. აქცენტი იქნება სამუშაო ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებზე. 

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი შეიცვლება და გაწვევის მინიმალური ასაკი გახდება 21 წელი, მაქსიმალური 30 წელი. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცების სარგო იქნება ,მინიმუმ 500ლ.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, ჯარის კვებას. მენიუ და კალორაჟი იქნება მორგებული ჯარისკაცის ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს. საკვები იქნება ხარისხიიანი და მრავალფეროვანი. ჯარის საკვების შესყიდვისას მთავარი პრინციპი იქნება “ჯერ ქართული!” 

სსტც „დელტა“ -ს ბაზაზე გაგრძელდება ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკის, მ.შ. დრონების (მ.შ. FPV) , ავტომატური შაშხანების, ტყვია-წამლის, სამხედრო ეკიპირების დეტალების და სხვა სახარჯი მასალების წარმოება. წარმოება იქნება სერიული და საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებული.

სამხედრო სამსახური გახდება პრესტიჟული პროფესია და სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქართველ ოფიცერთა ელიტის ფორმირებას, მატერიალური და მორალური მხარდაჭერის მრავალფეროვანი ელემენტებით.

ვემსახურები საქართველოს!